სალომე ზურაბიშვილი განცხადებას აკეთებს

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას აკეთებს
20-06-2022, 20:44 - 2022
824

სალომე ზურაბიშვილმა „შინ ევროპისკენ“ აქციის დაწყებამდე საგანგებო განცხადება გააკეთა და მონაწილეებს მიმართა.
 
მან სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა ყველას.
 
მე მინდა მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც აპირებს გამოსვლას დღეს დემონსტრაციის დროს. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ვაჩვენოთ ჩვენი სახე და ეს სახე უნდა იყოს მშვიდი. ჩვენ ვიცით, რა გვინდა, როგორი ევროპა და საქართველო გვინდა. ეს არის ის, რაც უნდა ვაჩვენო.
 
მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ყველას, რომ არავინ მოვიდეს აქ ექსცესებისთვის და მივმართო სამართალდამცავებს, რომ ყველანაირად იყოს შენარჩუნებული სიმშვიდე, რამეთუ ეს მშვიდი კადრები იქნება ის, რაც გავა ევროპის ყველა ეკრანზე და ეს იქნება ერთ-ერთ ნაწილი იმ გადაწყვეტილებების, რომელიც იქნება მისაღები.
 
მინდა შევაფასო დადებითად ის განცხადება რაც დღეს გაკეთდა პრემიერის სახით. ეს არის სწორი, ეს არის ის მიმართულება რაც ჩვენ გვინდა და მე მგონი ესეც იქნება სწორედ შეფასებული. იგივე ვერ ვიტყვი ზოგ პარტიული განცხადების შესახებ, რომელიც გაკეთდა წინა დღეებში და რომელიც არანაირად არ წაადგება ჩვენს კანდიდატურას და ჩვენს ევროპულ მომავალს" თქვა ზურაბიშვილმა თავის საგანგებო ბრიფინგზე
“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა