მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობის დატოვებას აპირებს.
კულვარებში საუბრობენ, რომ შესაძლოა პრემიერმა 20 ივნისის აქციის შემდეგ საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნოს და გადადგეს. ჯერ-ჯერობით უცნობია როდის მიიღებს ამ გადაწყვეტილებას ღარიბაშვილი.
არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთან არის კავშირში. ამ დროისთვის ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური და დადასტურებული ინფორმაცია არ გავრცელებულა.