ედუარდ შევარდნაძის შვილი, პაატა შევარდნაძე განცხადებას აკეთებს

ედუარდ შევარდნაძის შვილი, პაატა შევარდნაძე განცხადებას აკეთებს

18-06-2022, 16:38 - 2022
3 216
       

საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
 
პაატა შევარდნაძე მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ამბობს, რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება უპატიებელია.
 
ღმერთო, ეს რა ქენით? როგორ მოახერხეთ? 30 წელი, აგურ-აგურ, ევროპულ საქართველოს ვაშენებდით (გვინდოდა, ყოველ შემთხვევაში). არც წინაპრები და მითუმეტეს ახალი, მომავალი თაობა ამას არასდროს გაპატიებენ!!! ხვდებით მაინც რა მოხდა? მიუხვედრელებისთვის: წავედით მოუსავლეთში! ბრავო მეგობრებო! იმ საქართველოს გაუმარჯოს, სადღეგრძელოში რომ იტყვიან: ვიყოთ, პაწა, ერხანს! ფუი“, - წერს პაატა შევარდნაძე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები