სამადაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ დღეს საქართველო მარტო დარჩა

სამადაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ დღეს საქართველო მარტო დარჩა

17-06-2022, 12:22 - 2022
652
       

„არ გამიკვირდება, თუ ვნახავთ საკმაოდ კრიტიკულ შეფასებებს ევროკომისიის დასკვნაში - ძალიან იშვიათად და თითქმის არ ხდება, რომ კომისიის გადაწყვეტილების გადახედვა მოხდეს ევროპული საბჭოს მიერ“, - ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
 
როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ყველა შემთხვევაში ევროკომისიის პოზიცია ახსნილი და დასაბუთებული იქნება.
 
ევროკომისიის დასკვნა შეაფასებს ამ წლების განმავლობაში, რა გააკეთა დღევანდელმა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ საქართველოს შეიძლებოდეს ჰქონდეს პრეტენზია ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე. ცხადია, ჩვენი სურვილია, ევროკომისიის რეკომენდაცია იყოს, რომ ქვეყანა გახდეს კანდიდატის სტატუსის მატარებელი, თუმცა გვახსოვს არაერთი კრიტიკა, რომელიც უპასუხოდ დატოვა „ქართულმა ოცნებამ“. არ გამიკვირდება, თუ ვნახავთ საკმაოდ კრიტიკულ შეფასებებს ევროკომისიის დასკვნაში. ყველა შემთხვევაში მათი პოზიცია იქნება ახსნილი და დასაბუთებული და საზოგადოება თავად გამოიტანს დასკვნას ამ დოკუმენტიდან, რა მდგომარეობაშია ჩვენი სახელმწიფო „ქართული ოცნების“ 10-წლიანი მმართველობის დასასრულს.
 
ძალიან იშვიათად და თითქმის არ ხდება, რომ კომისიის გადაწყვეტილების გადახედვა მოხდეს ევროპული საბჭოს მიერ. მსგავსი რამ რომ მოხდეს, ევროპულ საბჭოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ძალიან სერიოზული ლობირება სჭირდება ქვეყანას. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დღეს საქართველო მარტო დარჩა. საქართველოს ლობირებას ვერ უწევს ევროკავშირის ვერც ერთი სახელმწიფო იმიტომ, რომ რუსული ოლიგარქიული მმართველობისთვის რეკომენდაციის გაწევა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უჭირთ. ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ. “ქართულმა ოცნებამ” როგორც ჩანს, მიაღწია საკუთარ მიზანს და გაართულა ჩვენი ქვეყნისთვის იმ ისტორიული არჩევანის რეალიზება, რასაც ევროპული მომავალი ჰქვია, მაგრამ არსებობს გეოპოლიტიკური მოსაზრებები. თუ გეოპოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე მივიღებთ იმას, რაც გვსურს, რისთვისაც ოპოზიციამ დიდი შრომა გასწია, ეს იქნება ისტორიული მიღწევა ქვეყნისთვის
“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

       
პოპულარული