„მასთან მუშაობა მძიმე იყო, მაგრამ მთავარი იყო „ენმ“ არ მოსულიყო“ - კობახიძემ ზურაბიშვილის საარჩევნო პერიოდი გაიხსენა

„მასთან მუშაობა მძიმე იყო, მაგრამ მთავარი იყო „ენმ“ არ მოსულიყო“ - კობახიძემ ზურაბიშვილის საარჩევნო პერიოდი გაიხსენა

17-06-2022, 00:19 - 2022
618
       

„მასთან მუშაობა მძიმე იყო, არაფერში გვიჯერებდა, მაგრამ მთავარი იყო „ენმ“ არ მოსულიყო“, - „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პერიოდი გაიხსენა.
 
მისი განცხადებით, ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ არ უჯერებდა და მისი განცხადებების შელამაზება მმართველ გუნდს უწევდა.
 
„ეს იყო საარჩევნო კამპანია, რომლის გახსენებაც არ მინდა. უმძიმესი იყო. ანუ არ გვიჯერებდა მაშინაც. როცა კანდიდატი არ მოგყვება კამპანიაში, ამ შემთხვევაში ძალიან მძიმეა კამპანიის წარმოება. ტექნიკური საკითხებიც რომ ავიღოთ, კლიპი იყო გადასაღები და იმ კლიპის გადაღებაშიც არ მოგვყვებოდა. ასევე მაგალითად აქცია იყო დასაორგანიზებელი და იქ მოსვლაზე უარს ამბობდა.
 
 ჩვენ რაც გვქონდა პიარული გეგმა, არ მოგვყვებოდა. მერე ჰქონდა კონკრეტული განცხადებები, რაზეც წინასწარ ვაფრთხილებდით, რომ არ უნდა გაეკეთებინა, მაინც გააკეთა, სამწუხაროდ. მაგალითად, ომთან დაკავშირებით განცხადება. ჯერ პირველი განცხადება გაკეთდა, მერე მოგვიწია ამის შელამაზება. პირადად მეც შემაქო სხვათაშორის, კარგად შეალამაზეო... მერე მეორე ისეთი დაემატა, რომელიც მთლად შესალამაზებელი იყო. ესეთი რაღაცები იყო, მაგრამ ეს არის წარსული, რომლის გახსენებაც არ ღირს. დაყენებული იყო კანდიდატი და ბოლომდე მივყევით ამ კამპანიას და მთავარი ამოცანა იყო, რომ ნაცმოძრაობა არ მოსულიყო“, - განაცხადა კობახიძემ.

       
პოპულარული