ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
შემთხვევის შედეგად, 80 წლის კაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მოხუცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც, სახლის დატოვება ვერ შეძლო.
წინასწარი ცნობით, ხანძარი, სავარაუდოდ, შეშის ღუმელიდან გაჩნდა.