მეზვრიშვილი: ამ ვითარებამდე „ოცნების“ ბოლო 1.5 წლის პოლიტიკამ მოგიყვანა

მეზვრიშვილი: ამ ვითარებამდე „ოცნების“ ბოლო 1.5 წლის პოლიტიკამ მოგიყვანა

16-06-2022, 23:25 - 2022
677
       

„ამ ვითარებამდე „ოცნების“ ბოლო 1.5 წლის პოლიტიკამ მოგიყვანა“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ქვეყანას მართავს ავტორიტარული მართვის ყველა მეთოდით.
 
ის ვითარება, რა ვითარებაშიც ჩვენ ვიმყოფებით, რამდენიც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება, რომ სხვას გადააბრალოს და ყოველთვის ვიღაცა დამნაშავე ეძებოს, ფაქტია, რომ ოცნების ბოლო ერთი წლის, წელიწადნახევრის და ბოლო თვეების პოლიტიკამ მოგვიყვანა.
 
იმ მომენტში, როდესაც ისტორიული შანსი უდგას ქვეყანას შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც მომდევნო ათწლეულების განმავლობაში შეიძლება, არ გაჩნდეს, ჩვენს გვყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას მართავს ავტორიტარული მართვის ყველა მეთოდით, ყველა ნიშანი ავტორიტარული მართვის სახეზეა. ამას აკეთებდნენ მთელი წელიწადნახევრის განმავლობაში
“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

       
პოპულარული