„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, წლების განმავლობაში რუსეთიდან ფინანსურ გზავნილებს იღებს.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ ხოშტარიას ოჯახის ანგარიშზე მოსკოვიდან ტრანზაქციები სისტემატიურად ხორციელდება.
ელენე ხოშტარია ბრალდებებს ჯერ სოციალური ქსელით, შემდეგ კი ბრიფინგზე, უპასუხა.
„დროას“ ლიდერმა განმარტა, რომ მის ოჯახს რუსეთიდან გარკვეული თანხები მართლაც ერიცხება, საუბარია სამემკვიდრეო თანხაზე. ტრანზაქციების მიმღები, პოლიტიკოსის მამა, ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიაა, რომელიც თეატრის ცნობილი მხატვრის, სოლიკო ვირსალაძის სამართალმემკვიდრეა.