საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 ივნისს დაგეგმილ აქციას არ დაესწრება.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის ვერ დაესწრება ღონისძიებას, სადაც პოლიტიკური მოწოდებებია.
„სადაც არის პოლიტიკური მოწოდებები და ორგანიზაციები, პრეზიდენტი ვერ წავა ერთზე, ან მეორეზე და მესამეზე. ჩემთვის ორგანიზება არ ნიშნავს მიკროავტობუსებით ადამიანების ჩამოყვანას, აქტივისტების თავმოყრას და ა.შ. ეს არის გამოხატვა თავისუფალი ერის თავისუფალი ხედვის. ეს უნდა ვისწავლოთ. ნელ-ნელა ვისწავლით, ამაში დარწმუნებული ვარ და ძალიან მნიშვნელოვანია, არავინ ამას ხელი არ შეუშალოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.