პრეზიდენტი - თუ მე აქ გამოვედი, ეს იმის მაჩვენებელია, რომ შედეგებთან დაკავშირებით, ბრმა ოპტიმიზმი არ მაქვს

პრეზიდენტი - თუ მე აქ გამოვედი, ეს იმის მაჩვენებელია, რომ შედეგებთან დაკავშირებით, ბრმა ოპტიმიზმი არ მაქვს

16-06-2022, 20:21 - 2022
671
       

„თუ მე აქ გამოვედი, ეს იმის მაჩვენებელია, რომ შედეგებთან დაკავშირებით, ბრმა ოპტიმიზმი არ მაქვს“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
 
ზურაბიშვილის შეფასებით, დღევანდელი აქციის თარიღი არავისთან შეჯიბრების გამო არ ჩანიშნულა და ევროკომიის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მისაღებ რეკომენდაციას უკავშირდებოდა.
 
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ხელი არავინ არ შეუშალოს. დღევანდელი დღეს არჩეული თარიღი, არავისთან შეჯიბრი არ იყო, ვიცოდი, რომ 17-ში იქნებოდა პირველი რეკომენდაცია. ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ ყველა ფორმის გამოსვლას მივესალმები. დღეს გვაქვს „ლუფტი“, ხვალ არის რეკომენდაცია კომისიის, რომელიც არცერთმა არ ვიცით რა იქნება, ამის შემდეგ 23-24-ში იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილება. თუ მე აქ გამოვედი ეს იმის მაჩვენებელია, რომ შედეგებთან დაკავშირებით ბრმა ოპტიმიზმი არ მაქვს, თუმცა ვთვლი, რომ საქართველოს აქვს უფლება იყოს იქ, სადაც მის მოსახლეობას უნდა. ამისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას, რომელმაც უნდა გადადგას ნაბიჯები და ხვალინდელი რეკომენდაციები გვაჩვენებს, რა მიმართლებით არის ნაბიჯები გადასადგმელი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

       
პოპულარული