„ჩემთვის ორგანიზება არ ნიშნავს მიკროავტობუსებით ადამიანების ჩამოყვანას“, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა აქციაზე არმისვლის შესახებ მმართველი გუნდის ერთ-ერთ არგუმენტს.
მისი განცხადებით, სპონტანურობა და გამოხატვის თავისუფლება უნდა ისწავლოს ყველამ.
„ჩემთვის ორგანიზება არ ნიშნავს მიკროავტობუსებით ადამიანების ჩამიოყვანას და აქტივისტების თავმოყრას. ეს არის გამოხატვა თავისუფალი ერის თავისუფალი ხედვის, ეს უნდა ვისწავლოთ, ნელ-ნელა ვისწავლით, დარწმუნებული ვარ ამაში. და ძალიან მნიშვნელოვანია, არავინ ამას ხელი არ შეუშალოს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვმა.