„ოპოზიციის მთავარი მიზანია, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს“ - ირაკლი ქადაგიშვილი

„ოპოზიციის მთავარი მიზანია, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს“ - ირაკლი ქადაგიშვილი

16-06-2022, 18:31 - 2022
753
       

„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ხელს ოპოზიცია უშლის.
 
პარტიის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ოპონენტების მიზანია, საქართველომ სტატუსი ვერ მიიღოს.
 
ოპოზიციის მთელი ეს ქმედება, რეალურად, ჩემი ღრმა რწმენით, მიმართულია არა იქითკენ, რომ რამენაირად მიეხმაროს საქართველოს ამ პროცესში, არამედ რამენაირად დაზიანდეს საქართველო. მთავარი მიზანი არის, რომ საქართველომ ამა თუ იმ ფორმით სტატუსი ვერ მიიღოს, რაც მას მისცემს საშუალებას, რომ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, არეულობა და ასეთი პროცესები განახორციელოს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

       
პოპულარული