გიგა ბოკერია და „ევროპული საქართველო“ პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციას არ შეუერთდება

გიგა ბოკერია და „ევროპული საქართველო“ პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციას არ შეუერთდება
16-06-2022, 18:05 - 2022
378

გიგა ბოკერია და „ევროპული საქართველო“ პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციას არ შეუერთდება.
 
ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა თავად განაცხადა.
 
ივანიშვილის მხარდამჭერ აქციაში ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებთ და საზოგადოების ისევ გაურკვევლობაში დატოვება და ფარისევლობის ლეგიტიმაცია ძალიან მცდარ ნაბიჯად მიგვაჩნია. იმიტომ, რომ ზურაბიშვილის მოღვაწეობა და მისი განცხადებები არის სიყალბე, ფარისევლობა, საკუთარი რეპუტაციის დაცვის მცდელობა და ივანიშვილის გარემოცვაში ერთი ფრთის მეორე ფრთასთან დაპირისპირება.
 
ვინმეს არ აქვს დაფიქსირებული [ევროპისკენ სვლის მხარდაჭერა?] ვინც არ მიდის, ეს არჩევანი დაფიქსირებული არ აქვს? ევროპული არჩევანი მხოლოდ ის კი არ არის, რომ ამას ამბობ - მაგას ოცნებაც ამბობს, გვინდა ევროპაო. ევროპული არჩევანი არის, როგორი ქვეყანა ხარ, როგორ ცხოვრობ. ამიტომ, სწორედ ევროპული, თავისუფალი არჩევანის საწინააღმდეგო ამბავია ფარისევლობა, ბუნდოვანების შეტანა და მკაფიო პოზიციის არქონა იმაზე, ვინ რას წარმოადგენს. ხვალ რომ თქვას ALT-INFO-მ, ჩვენ გადავიფიქრეთ, ევროპა გვინდა და მოდით, ერთად დავდგეთო, ოღონდ ყველა სხვა საკითხში ისევ ისე იქცეოდნენ, როგორც იქცევიან - იგივე არის ეს რეჟიმი. ამ რეჟიმში პრობლემა ის კი არ არის, რომ ფორმალურად არ ამბობენ, რომ ევროპა უნდათ, ფორმალურად უნდათ, შინაარსში არიან ანტიევროპული და ანტიდასავლური. ჩვენი ამოცანა ამ რეალობის შეცვლაა
“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა