თბილისში, თამარ მეფის გამზირზე ტრანსგენდერ ქალებს თავს დაესხნენ.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი. მათგან ერთი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო დახმარება გაეწია.
ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ თავდაპირველად პოლიციას მომხდარზე რეაგირება არ ჰქონია.
„სადღაც 20-მდე ბიჭი იყო, რომლებმაც გამოიარეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს რამდენიმე ტრანსგენდერ ქალს. სახეში მომხვდა ძალიან დიდი ქვა...ბოთლის ნატეხები ჰქონდათ, რომლითაც მომაყენეს დაზიანებები სხეულზე“, - ყვება ერთ-ერთი დაშავებული,