„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გახდეს

„ქართული ოცნების“  ყოფილი წევრი, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გახდეს
16-06-2022, 00:56 - 2022
1 034

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, შალვა ხაჭაპურიძე შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გახდეს.
 
ხაჭაპურიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“  ეთერში განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, საქმეში ჯერ ჩართული არ არის.
 
მისი თქმით, მოლაპარაკებებს მიხეილ სააკაშვილთან და მისი ოჯახის წევრებთან აწარმოებს.
 
რაღაცას ველოდები, ექსპერტიზის საკითხები მაინტერესებს, ა.შ. რომ მოკიდო საქმეს ხელი, ჯერ უნდა შეისწავლო, მტკიცებულებები, რასთან გაქვს საქმე, რა მასალებია და ა.შ. სერიოზული ადვოკატი ასე იქცევა. მათგან მზაობა არის. მე ვსწავლობ მასალებს და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მან.
 
ხაჭაპურიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წლების განმავლობაში უპირისპირდებოდა. 2012 წელს მან საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა და „ენმ“-ის ხელისუფლების, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა.

შალვა ხაჭაპურიძე „ქართული ოცნებას“ დაფუძნებისთანავე შეუერთდა, 2019 წელს კი პარტიიდან წავიდა. მიზეზებს შორის საარჩევნო კანონმდებლობა, სასამართლო, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ განცხადება, 20 ივნისის მოვლენები და ტენდერებით ბიუჯეტის თანხების „თქვეფა“ დაასახელა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა