შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შედის, - ამის შესახებ მან „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან თქვა, მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოითხოვა „ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში დაბრუნება და ვალდებულები არიან, მოთხოვნა გაითვალისწინონ.
„პარტიის პოლიტიკურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება „ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში შესვლაზე. დღეს ეს იყო ერთადერთი სწორი სტრატეგია,რათა ჩვენ დავიწყოთ რეჟიმის ჩამოშლა, გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით. მას შემდეგ, რაც საპარლამენტო ბოიკოტი ბოლომდე ვერ შედგა და ვერ გამოვიდა, მას შემდეგ, რაც გამოკითხვებით მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოითხოვა „ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში დაბრუნება, ჩვენ ვალდებული ვართ ეს გავითვალისწინოთ“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.