„გუნდის გამოცვლას გეგმავს“, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებას“ უთხრა, რომ ის არის უუნარო ხელისუფლება.
„არ მაქვს განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პირადად აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას.
შესაძლოა, გუნდის გამოცვლას გეგმავს, არ ვიცი. „ირაკლიების“ ჩანაცვლება მორიგ ჯერზე დღის წესრიგში თუა დამდგარი მის კარზე, არ ვიცი.
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი იყო პირდაპირი მნიშვნელობით „ქართული ოცნებისთვის“ თქმა, რომ ის არის უმოქმედო, უუნარო, უმაქნისი. ის ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას“, - განაცხადა ხიდაშელმა.