„ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები, რათა გავხდე ამ ნების გამოხატვის მოწმე“, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიწვევის საპასუხოდ განაცხადა.
ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ხვალ, 16 ივნისს, 19:00 საათზე მოსახლეობა მიიწვია ევროპის მოედანზე საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. აღსანიშნავია, როდესაც სახელმწიფოს მეთაური თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, საჯაროდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია ევროპის მიმართ“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას შესთავაზა, 16 ივნისს შეიკრიბონ ევროპის მოედნიდან რიყემდე.