პატრიარქსა და პრეზიდენტს შორის შეხვედრა ჩაიშალა

პატრიარქსა და პრეზიდენტს შორის შეხვედრა ჩაიშალა

15-06-2022, 18:21 - 2022
606
       

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღეს პატრიარქთან შეხვედრა სურდა, თუმცა შეხვედრის ორგანიზება ვერ მოხერხდა.
 
ჯაღმაიძემ ამის შესახებ „TV იმედის“ ეთერში განაცხადა.
 
სალომე ზურაბიშვილისა და ილია მეორის შეხვედრა ვერ მოხერხდა. პატრიარქთან შეხვედრები ასე ნებისმიერ დროს ვერ ხერხდება. თხოვნა იყო, რომ დღეს შემდგარიყო ეს შეხვედრა და დღეს არ ხერხდება. მიზეზს ვერ დაგიკონკრეტებთ, უშუალოდ მე ამ პროცესში არ ვიყავი ჩართული“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები