„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციას არ შეუერთდება

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციას არ შეუერთდება

15-06-2022, 17:58 - 2022
748
       

„როდესაც იქნება სერიოზული ხარვეზები, ლოჯისტიკის თუ სხვადასხვა კუთხით, ასეთ დროს მოუმზადებელ აქციას უნდა გავემიჯნოთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
 
კობახიძემ ინიციატივას არასერიოზულიც უწოდა.
 
ამ აქციის კონტექსტში საქართველოს პრეზიდენტმა მოგვიწოდა ერთიანობისკენ ომის პარტიასთან, როგორც მას თავადვე უწოდა რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელიც თავადვე სახელმწიფოს საწინააღმდეგო კამპანიაში ამხილა, რაც რბილად რომ ვთქვათ არასერიოზულია. ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის ევროპაშიც, რომ ევროინტეგრაციას საქართველოს მოსახლეობის 85% უჭერს მხარს და ამ ფაქტობრივ მოცემულობას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს. გარდა ამისა, ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამართლიანობის პრინციპით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიღწევების შეფასების საფუძველზე. სამართლიანი შეფასების პირობებში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ აქვს“, -  განაცხადა კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები