პარტია „მოქალაქეები“ პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციას უერთდება

პარტია „მოქალაქეები“ პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციას უერთდება

15-06-2022, 01:07 - 2022
825
       

პარტია „მოქალაქეები“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი წერს, რომ პარტია „მოქალაქეები“ შეუერთდება 16 ივნისს პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციასაც და 20 ივნისს „სირცხვილიას“ აქციაზეც.
 
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
 
17 ივნისს უნდა გამოაცხადოს ევროკავშირმა ჩვენთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და 16-ში რომ მივიდეთ რიყეზე, ევროპის მოედანზე 19:00 საათზე ლოგიკური არაა?
 
20 ივნისსაც მივიდეთ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე ყველამ ერთად, ყველა პარტიამ, პრორუსებისა და მამაძაღლების გარდა, საკუთარ ჭუჭრუტანებს რომ ვაჯობოთ, ტეხავს?
 
დავაყენოთ საქართველო და ჩვენი წინაპრების ნაოცნებარი უფრო წინ და უფრო მაღლა. მივიდეთ 16-ში რიგითებად ყველანი რიყეზე. მერე მივიდეთ 20-შიც, მარა ჯერ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე ჩავისუნთქოთ, ამოვისუნთქოთ, ჩვენს ჰორიზონტალურ - მე იქ იმასთან არ მივალ ემოციებს ვაჯობოთ და ცივილიზებულ სამყაროს, ევროპასა და ბარბაროს რუსებს დავანახოთ, რომ ბევრი ვართ, ბევრი და უდრეკები.
 
განა პრეზიდენტის, განა პარტიების, არამედ საქართველოს დაძახებულზე გავიდეთ 16 ში - ევროპასაც და ჩვენს მტრებსაც დავანახოთ, რომ ბევრნი ვართ.
 
მოვუწოდებ სირცხვილიას ჯგუფს, რომ ასევე ომახიანად და გულიანად შეუერთდნენ 16-ის აქციას და ერთად მოვითხოვოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივა. 20-შიც ერთად ვიყოთ, მაგრამ ჯერ 16-ში, გადაწყვეტილების წინ შეკრება იქნება ყველაზე სწორი და სახელმწიფოებრივი რამ. საქართველო უპირველეს ყოვლისა
“, - წერს ალეკო ელისაშვილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები