მდინარაძე განმარტავს, დატოვებენ თუ არა თანამდებობებს გომელაური და ზალკალიანი

მდინარაძე განმარტავს, დატოვებენ თუ არა თანამდებობებს გომელაური და ზალკალიანი

10-02-2022, 12:21 - 2022
6 105
       

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანი და შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაყენება არ იგეგმება.

„რაც იგეგმებოდა ის გუშინ უკვე მოხდა, დამშვიდდით. არანაირი ცვლილებები უახლოს მომავალში არ იგეგმება. ახლა კატეგორიულად გპასუხობთ, რომ არა! თქვენ როგორ მოგეწონებათ, რომ გიპასუხოთ?“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები კვლავ გაგრძელდება და თანამდებობებს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური დატოვებენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები