უკრაინამ აზოვსტალის მცველების 64 ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ აზოვსტალის მცველების 64 ცხედარი დაიბრუნა

14-06-2022, 14:57 - 2022
651
       

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინამ აზოვსტალის მცველების კიდევ 64 ცხედარი დაიბრუნა.
 
უწყების ცნობით, დაღუპულთა ცხედრები უკრაინამ და რუსეთმა, ზაპოროჟიეს რაიონში გაცვალეს.
 
უკრაინამ აზოვსტალის 64 გმირი დამცველის ცხედარი ღირსეულად დაკრძალვისთვის დააბრუნა, დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების დაბრუნების პროცესი გრძელდება. ის ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად მიმდინარეობს“, - წერია უწყების განცხადებაში

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები