„ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას გუნდსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ სენაკში საკრებულოს სხდომის კვორუმის გარეშე გახსნაში ადანაშაულებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიფინგი მმართველი გუნდის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გამართა. მანვე ყოფილი პრემიერის პარტია და „ენმ“ კოალიციაში დაადანაშაულა.
„კოალიციაში მყოფმა ამ ორმა პარტიამ კვორუმის გარეშე დაიწყეს არარსებული სხდომა და მიიღეს ე.წ გადაწყვეტილებები. მაგალითად გადააყენეს სამანდატო კომისიის თავმჯდომარე და მის ნაცვლად დანიშნეს ნაცმოძრაობის წევრი, რომელსაც მხარი გახარიას პარტიის წევრებმა დაუჭირეს. აქამდე „ნაცმოძრაობის“ წევრები უჭერდნენ მხარს, ახლა უკვე გახარიას პარტიის წევრებმა დაუჭირეს მხარი სააკაშვილის პარტიის წარმომადგენლებს. კვორუმის გარეშე გახსნილი ე.წ სხდომა ჩვეულებრივ რეჟიმში წარმართეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.