ტელეკომპანია „იმედის“ მორიგი რუსული ნარატივი

ტელეკომპანია „იმედის“ მორიგი რუსული ნარატივი

13-06-2022, 22:16 - 2022
795
       

ტელეკომპანია „იმედი, მათი თქმით, საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც მათივე დაკვეთით „გორბიმ“ ჩაატარა.
 
თითქმის ყველა კითხვა „ომზე“ და „მეორე ფრონტზეა“.
 
ერთ-ერთი შეკითხვა ასე ჟღერს - „თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია?:
 
11,5% ამბობს, რომ საქართველო ომში უნდა ჩაებას, 83,6% აცხადებს, რომ საქართველო ომში არ უნდა ჩაებას, 4,9% კი ამბობს, რომ არ იცის.
 
ერთ-ერთ შეკითხვა კი ასე -  „ყველაზე მეტად ვინ არის დაინტერესებული საქართველოში გაიხსნას მე-2 ფრონტი რუსეთთან?
 
პასუხების მიხედვით, ერთნაირი შედეგი აქვს აშშ-სა და რუსეთს:

  • „ნაციონალური მოძრაობა“ - 28,5%;
  • რუსეთი -12,4%;
  • აშშ - 12,4%;
  • უკრაინის ხელისუფლება - 8,6%;
  • საქართველოს ხელისუფლება - 2,1%;
  • ევროკავშირი - 1,2%;
  • არც ერთი - 12,6%
  • არ ვიცი - 22,2%

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები