ბორჯომში გაფიცული თანამშრომლები დღეს აქციას მთავრობის კანცელარიასთან გამართავენ

ბორჯომში გაფიცული თანამშრომლები დღეს აქციას მთავრობის კანცელარიასთან გამართავენ

13-06-2022, 12:28 - 2022
548
       

ბორჯომის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება - დღეს გაფიცული თანამშრომლები, თბილისში მთავრობის ადმინისტრაციასთან გადმოინაცვლებენ.
 
პროცესში მედიაციის როლს ჯანდაცვის სამინისტრო ასრულებს, თუმცა როგორც პროფკავშირების თავმჯდომარე აღნიშნავს, ამ დრომდე თანამშრომლობას შედეგი არ ჰქონია.
 
გაფიცვის მე-14 დღეა, ჯანდაცვის მინისტროს მიერ ხელმეორედ ჩაინიშნა მედიაციის პროცესი, თუმცა აქამდე არაფერი არ არის მიღწეული. მიუხედავად დაპირებისა, რომ 2 თვის ნამუშევარ ხელფასს აირებდნენ დასაქმებულები, არაფერი აუღიათ ამ დრომდე. ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ როცა 2 თვის განმავლობაში დასაქმებულებს ხელფასი არ აუღიათ, მიიღონ ზომები და იქნება მიმართვაც“, - ამბობს გიორგი დიასამიძე.  
 
გაფიცულების მოთხოვნები უცვლელია, ისინი გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას, ხელფასების მომატებასა  და ადეკვატურ სამუშაო პირობებს ითხოვენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები