საკადრო ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში - ვინ იქნება შემდეგი?

საკადრო ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში - ვინ იქნება შემდეგი?
10-02-2022, 11:26 - 2022
1 685

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ისაუბრა.

ხიდაშელი ამბობს, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ორი მინისტრი, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრები, დარჩა შესაცვლელი. მისი თქმით, დანარჩენი მინისტრები პოლიტიკური წარსულისა და პოლიტიკური მომავლის არ მქონე ადამიანები არიან.

„ორად ორი მინისტრია დარჩენილი, რომელიც შესაცვლელი ჰყავს, დანარჩენი ყველა პოლიტიკური წარსულისა და პოლიტიკური მომავლის არ მქონე ადამიანები არიან. მე არ მგონია, რომ თეა წულუკიანს გაუშვებს, ის მისთვის საიმედო საყრდენია. შესაძლებელია, ვისაუბროთ შინაგან საქმეთა მინისტრზე და გარკვეულწილად საგარეო საქმეთა მინისტრზეც, რომელსაც ძალიან პატარა, მაგრამ მაინც ერთგვარად თვითმყოფადი, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და მისი ღირებულებები ჩვენთვის ყველასათვის ცნობილია და ბევრ რამეზე საბოლოო ჯამში დარწმუნებული ვარ, რომ ის ხელს არ მოაწერს. ბოლოში მოსკოვში რომ დაიწყებენ სიარულს იქ დათო [ზალკალიანი] აღარ გაჰყვება”, - განაცხადა ხიდაშელმა „პალტრანიუსთან“.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა