სახელისუფლებო პროპაგანდამ 20 ივნისს დაგეგმილი პროდასავლური აქციის დისკრედიტაცია დაიწყო.
სოციალურ ქსელში ე.წ. სისხლიანი ბანერები ისევ გამოჩნდა.
ამჯერად მასზე მიხეილ სააკაშვილთან და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად სირცხვილიას ის აქტივისტები არიან გამოსახული, რომლებმაც პარლამენტის წინ აქცია „შინ ევროპისკენ“ დაგეგმეს.