თსუ-ში სტუდენტები და დაცვის სამსახური ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

თსუ-ში სტუდენტები და დაცვის სამსახური ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

10-06-2022, 23:57 - 2022
701
       

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ სტუდენტთა პროტესტმა ძალადობრივი ფორმა მიიღო და დღეს, 10 ივნისს, მათი ინფორმაციით სტუდენტებმა ფიზიკური ზეწოლით რექტორატი დაიკავეს, რის შედეგადაც თანამშრომლები დაშავდნენ - 4 კლინიკაში გადაიყვანეს.
 
უნივერსიტეტი მოუწოდებს სტუდენტებს, რომ რექტორატი დატოვონ და სასწავლო პროცესს დაუბრუნდნენ.
 
„სამწუხაროდ, პროტესტმა მიიღო ძალადობრივი ფორმა. დღეს უნივერსიტეტში სტუდენტთა მცირე ჯგუფის საპროტესტო გამოსვლისას არაერთ ძალადობრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეებმა ფიზიკური ზეწოლით დაიკავეს რექტორატი, რა დროსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ. 4 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში, ერთს ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პროფესურას, დეკანს. 
აქ ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ამ ძალადობის მონაწილენი იყვნენ როგორც სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, ასევე გარეშე პირები. თითოეულ სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ჩატარდება მოკვლევა, თსუ სტუდენტების საკითხი გადაეცემა უნივერსიტეტის ეთიკის კომისიას, გარეშე პირების ქმედებებს კი მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ჩვენ ვემიჯნებით ასეთ ძალადობრივ ქმედებებს და მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, დატოვონ რექტორატი და დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ დიალოგსა და სასწავლო პროცესს“, - წერია განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები