წულუკიანი საკადრო ცვლილებებზე - არ მგონია, რაიმე ახალი ცვლილება იგეგმებოდეს

წულუკიანი საკადრო ცვლილებებზე - არ მგონია, რაიმე ახალი ცვლილება იგეგმებოდეს

10-02-2022, 10:02 - 2022
630
       

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, დამატებით საკადრო ცვლილებებზე ინფორმაცია არ აქვს. 

მისი თქმით, არ ჰგონია, რომ მინისტრთა კაბინეთში რაიმე ახალი ცვლილება იგეგმებოდეს.

„ყველამ ვიხილეთ, რა საკადრო ცვლილებებიც იყო მთავრობაში. დამატებით ინფორმაცია არ მაქვს. მაგრამ არ მგონია, რაიმე ახალი ცვლილება იგეგმებოდეს. თუ კი ეს არის დაგეგმილი, რა თქმა უნდა, პირველი სიტყვა ამ დროს ეკუთვნის მმართველ პარტიას და საქართველოს პრემიერ-მინისტრს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები