თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

8-06-2022, 22:59 - 2022
704
       

ხვალ, 9 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.

მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებენ


საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის, ცინცაძის, გამრეკელის, კუტუზოვის, მიცკევიჩის, ცაგარელის და კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სიმონ ჩიქოვანის, იოსელიანის, ჭიათურის, ბზვანელის და ნასიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის და მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I და II მიკრორაიონების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IV მიკრორაიონების, მუხიანის I მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, გმირ კურსანტთა, ქერჩის, წყალსადენის, გელა ჭედიას, მონასტრის, ხიზამბარელის, ომარ ხიზანიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, ილორის, ზარზმის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ჭიჭინაძის, ფრისოს, გუგუშვილის, ბერიას და ნავთლუღის ქუჩების მოსახლეობას.  

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის (ნაწილობრივ) გამზირის მოსახლეობას.  

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფიანის, მესხის, არსენას, კოტეტიშვილის, ინგოროყვას, ვეძინის და ბესიკის ქუჩების მოსახლეობას.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები