ცნობილია, ელჩების ვინაობა, რომელთა დანიშვნაზეც ზურაბიშვილმა „ოცნებას“ უარი უთხრა

ცნობილია, ელჩების ვინაობა, რომელთა დანიშვნაზეც ზურაბიშვილმა „ოცნებას“ უარი უთხრა

7-06-2022, 15:03 - 2022
1 456
       

„სარჩელი შეეხება 2 თანამდებობის პირს და ამასთან დაკავშირებით უნდა გამოიტანოს დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლომ“,  - ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ ლიდერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს
 
კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძისა და კახა იმნაძის დანიშვნაზე თქვა უარი.
 
პრეზიდენტისთვის შეთავაზებული იყო 3 გადაწყვეტილება მთავრობის მხრიდან. ერთი ეს იყო დავით ბაქრაძის დანიშვნა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად, რაზეც პრეზიდენტმა უარი განაცხადა. მიზეზი გაუგებარია. ასევე იყო კახა იმნაძის, მოქმედი მუდმივი წარმომადგენლის გადასვლა კანადაში, ამაზეც უარი ითქვა.
 
იმნაძის ვადამდე გათავისუფლება ტექნიკური საკითხი იყო, ივნისში ისედაც ეწურება ვადა. ამ 3 შეთავაზებაზეც უარი ითქვა. ერთი იმაზე, რომ იმნაძეს 2 თვით ადრე შეწყვეტოდა უფლებამოსილება და კანადაში გადასულიყო და ბაქრაძე გაეროში მუდმივ წარმომადგენლად დანიშნულიყო.
 
ეს წარდგინება შევიდა პრეზიდენტთან და საქართველოს პრეზიდენტმა უარი თქვა
“,- ამბობს კობახიძე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები