დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის ორი სავარაუდო შემთხვევიდან ერთი უარყოფითია, ხოლო, მეორე შემთხვევის გამოკვლევა გრძელდება.
ამირან გამყრელიძემ ამის შესახებ „რადიო თავისუფლებას“ განაცხადა.
„გაძლიერებულია ზედამხედველობა ვირუსულ დაავადებებზე. ჯერჯერობით ერთი შემთხვევა უარყოფილია და ერთის კვლევა მიმდინარეობს“, - განაცხადა გამყრელიძე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 5 მაისს დაადასტურა მაიმუნის ყვავილის 780 შემთხვევა მსოფლიოს 27 ქვეყანაში. მონაცემები არ მოიცავს შემთხვევებს აფრიკის ქვეყნებში, სადაც ეს დაავადება ენდემურია.