კომპანია „ბორჯომი“ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ბორჯომი“ განცხადებას ავრცელებს

6-06-2022, 15:50 - 2022
560
       

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის მუშაობს.
 
განცხადებაში აღნიშნულია, კომპანიას არცერთი ახალი თანამშრომელი არ აუყვანია.
 
როგორც უკვე განვაცხადეთ, ამ ეტაპზე, ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მუშაობს მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის. მოგეხსენებათ, საექსპორტო ბაზრების უმეტეს ნაწილთან დაკავშირებით (80%) ვითარება გაურკვეველია. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, კომპანიას არცერთი ახალი კადრი არ აუყვანია. რაც შეეხება ხელფასების დაგვიანების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, მოგეხსენებათ კომპანიის ანგარიშები არის გაყინული, რის გამოც შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი, ამიტომ პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული“, - აცხადებენ კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები