ვაშაძე: ევროპაში მესამე ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ძალამ ჩვენი რეზოლუცია დაამტკიცა - „ქართულ ოცნება“ რას აკეთებს?

ვაშაძე: ევროპაში მესამე ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ძალამ ჩვენი რეზოლუცია დაამტკიცა - „ქართულ ოცნება“ რას აკეთებს?

6-06-2022, 12:14 - 2022
724
       

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ნაწილის „ალდეს“ წევრებთან მუშაობის შედეგად, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერის შესახებ რეზოლუცია მიიღეს.
 
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, რეზოლუცია პოლიტიკურმა პარტიებმა მოამზადეს, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სტატუსის მინიჭების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
 
გარკვეული პერიოდის მუშაობის შედეგად, მივიღეთ კონკრეტული დოკუმენტი. ევროპაში მესამე ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც არის ევროკავშირის მმართველი კოალიციის ნაწილი, ჩვენი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციაში პირდაპირ მხარდაჭერილია საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მინიჭება.
 
ამ რეზოლუციაზე ვმუშაობდით ერთად „ალდეს“ პოლიტიკური ჯგუფის წევრები: „სტრატეგია აღმაშენებელი“, „თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკელები“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „ლელო“.
 
აქ არის სამი მნიშვნელოვანი საკითხი: 1. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება აბსოლუტურად რეალურია და შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ რეალურად იმ სამუშაოს გასწევს, რაც მაგალითად ჩვენ გავწიეთ „ალდეს“ წევრებთან მიმართებით. 2. ოპოზიცია დადის ევროპაში, მუშაობს ევროპელ კოლეგებთან, იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს სრული მხარდაჭერა ამ ისტორიული შესაძლებლობის დროს. ამ ისტორიული შანსის გაშვების შესაძლებლობა თავიდან ბოლომდე ეკისრება ყველა პოლიტიკურ ძალას და საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ამ რეალობაში არის.
3. მთავარი კითხვა არის „ქართულ ოცნებასთან“ - ისინი რას აკეთებენ? სად არის ის კონკრეტული შედეგები, რომელიც მათი მუშაობის შედეგად იქნება და რაც მთავარია, დარწმუნებული ვარ, რომ გაეცა მთავარ სპეკულაციებს პასუხი, რასაც „ქართული ოცნების“ მხრიდან ჰქონდა ადგილი, რომ ოპოზიცია თითქოს ეწინააღმდეგება ევროკავშირის სტატუსის მინიჭებას.
 
აგერაა ბატონო რეზოლუცია, სწორედ ჩვენ მიერ ინიცირებული, „ალდეს“ პოლიტიკურ ჯგუფში, რომელიც არის ევროკავშირის მმართველი კოალიციის შემადგენელი ნაწილი და მათ დაამტკიცეს, მხარი დაუჭირეს ფაქტობრივად ერთხმად, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მინიჭებას.
 
და რაც მთავარია, მხარდამხარ ვიმუშავებთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში. მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ უახლოეს 2-3 კვირაში ჩვენ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება 2-3 კვირაში და აქ ძალიან მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების“ რეალური ნაბიჯები და არა ის აღვირახსნილი თავდასხმები ევროპელ პარტნიორებზე, რასაც ისინი აკეთებენ
“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები