წალენჯიხის ვიცე-მერმა ლაშა ზარქუამ თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას DailyInfo-ს წალენჯიხის მერიაში უდასტურებენ.
გადადგომის მიზეზად ზარქუა სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებს ასახელებს და ამბობს, რომ პასუხისმგებლობას გრძნობს:
„მიზეზი გახმაურებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამაა.
მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტს თანხა არ დაკარგვია და ეს პროექტები განხორციელდება, ირიბად თუ პირდაპირ გარკვეულწილად მქონდა პასუხისმგებლობა, როგორც კომისიის თავმჯდომარეს“ , - ამბობს ზარქუა.
ცნობისთვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლის მხარდამჭერი პროგრამა საკრებულოს დაგვიანებით გადაუგზავნა.