„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ტელეეთერში მომხდარი ჩხუბის გამო ბოდიშს იხდის.
„მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას ეთერში გასული კადრების გამო. მუხედავად ცილისწამების მაშტაბისა შეურაცყოფის ხარისხისა.
ძნელია თავის შეკავება როცა იმას გაბრალებენ რის წინააღმდეგაც იბრძვი მაგრამ ესეც კი არამართლებს იმას რაც მოხდა.
გულწრფელი ბოდიში საზოგადოებას კიდევ ერთხელ“, - წერს მანჯგალაძე.
შეგახსენებთ, რომ „ლეიბორისტული პარტიისა“ და „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერებს შორის „ტვ პირველის” ეთერში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.