„ქართულ ოცნებას“ უნდა საქართველო იყოს ბიძინა ივანიშვილის უკანა ეზო“ - პაატა მანჯგალაძე

„ქართულ ოცნებას“ უნდა საქართველო იყოს ბიძინა ივანიშვილის უკანა ეზო“ - პაატა მანჯგალაძე
5-06-2022, 18:26 - 2022
476

„ქართულ ოცნებას“ უნდა საქართველო იყოს ბიძინა ივანიშვილის უკანა ეზო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ვინმე უშლის ხელს ევროპაში ინტეგრაციის პროცესს ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.
 
დასავლეთმა, ჩვენმა პარტნიორებმა, მიუხედავად დემოკრატიის ხარისხისა და სტანდარტისა, საქართველოს უნდა მისცენ წევრის კანდიდატის სტატუსი, რადგან ეს საქართველოს სჭირდება გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, პირობებით, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ, ზემოქმედება მოვახდინოთ ამ პროცესებზე, რაც სჭირდება ევროპაში ინტეგრაციას.
 
თუ ვინმე უშლის ხელს ევროპაში ინტეგრაციის პროცესს ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.
 
დასაბუთებულად ვლაპარაკობ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია, რადგან უნდათ საქართველო იყოს ბიძინა ივანიშვილის უკანა ეზო
“, -განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა