რეჟისორი თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა

რეჟისორი თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა
5-06-2022, 14:35 - 2022
779

78 წლის ასაკში ქართველი თეატრის რეჟისორი თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა. 
 
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი ავრცელებს.
 
კიდევ ერთმა დიდმა ქართველმა გადაინაცვლა სამყაროდან სამყაროში“, - წერს რაჭველი.
 
შეგახსენებთ, რომ თემურ ჩხეიძემ 1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1965-1967 წლებში მუშაობდა შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრში. 1970-1980 წლებში იყო რუსთაველის თეატრის რეჟისორი, ხოლო 1980-1990 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1991 წლიდან არის სანქტ-პეტერბურგის დიდი თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან – მთავარი რეჟისორი, 2007 წლიდან – სამხატვრო ხელმძღვანელი.
 
ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში დადგმული აქვს სამოცდაათზე მეტი სპექტაკლი. შესრულებული აქვს მთავარი როლი ფილმში მშობლიურო ჩემო მიწავ(რაიკომის მდივანი). არის საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტი.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
სხვა სიახლეები