„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის პირად დაცვად ექთნის დამხმარე დანიშნა

„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის პირად დაცვად ექთნის დამხმარე დანიშნა

5-06-2022, 01:14 - 2022
1 826
       

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პირად დაცვაში 33 წლის ნათია დოღანაძე ირიცხებოდა. 

როგორც ირკვევა ნათია დოღანაძე 2018 წელს გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, მანამდე დოღანაძე „ჟვანიას ბავშთა კლინიკაში“ ექთნის დამხმარედ მუშაობდა.

აღნიშნულ ფაქტს კლინიკის ადმინისტრაცია ადასტურებს, ადმინისტრაციის თანამშრომელი „ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ ნათია დოღანაძე 2012 და 2018 წლებში კლინიკაში ექთნის დამხმარედ მუშაობდა.

2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვაკანსია გამოაცხადა, უწყება ეძებდა 27 წლამდე ქალ თანამშრომელს, რომელსაც ფიზმომზადების ჩაბარება
შეეძლო, იცოდა ინგლისური ენა და კომპიუტერული პროგრამები.

თავად ნათია დოღანაძე „ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ ფიზმომზადება პირველ ჯერზე ვერ ჩააბარა და მოითხოვა ორ თვიანი მოსამზადებელი პერიოდი, რის შემდეგაც მან შეძლო ფიზმომზადების ჩაბარება. 

როგორც ნათია აღნიშნავს, ინგლისურად ვერ საუბრობს და გასაუბრებაზე მისული უკვე 29 წლის იყო. ასევე ცნობილი ხდება თავად დაცვის თანამშრომლისგან, რომ ის პრეზიდენტის დაცვის თანამშრომელად სამსახურში მიღებიდან მალევე დანიშნეს, თუმცა აღნიშნულ პოზიციაზე ყოფნა ცოტახნით მოუწია, მიზეზებზე კი არ საუბრობს.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, დოღანაძემ ორ თვიანი მოსამზადებელი პერიოდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ტერიტორიაზე გაიარა, როდესაც ის ჯერ კიდევ არ იყო უწყების თანამშრომელი, ხოლო ტერიტორიაზე შესვლა უცხო პირებისთვის აკრძალულია. მათივე ცნობით დოღანაძეს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, თუმცა მას უფლება მოსილება არ შეუწყვიტეს და იარაღის ტარების უფლებასაც აძლევდნენ, რაც კანონის დარღვევაა.

დღეს დოღანაძე უცხოელ დელეგაციებთან მუშაობს, პარალელურად კი პრემიერ-მინისტრის ღონისძიებების უსაფრთხოებაზე ზრუნავს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები