11-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, შაკირა და პიკე დაშორდნენ

11-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, შაკირა და პიკე დაშორდნენ

4-06-2022, 18:43 - 2022
619
       

კოლუმბიელი პოპ ვარსკვლავი, შაკირა და ესპანელი ფეხბურთელი ჟერარდ პიკე დაშორდნენ.
 
ამის შესახებ განცხადება წყვილმა გაავრცელა.
 
„ვადასტურებთ ინფორმაციას დაშორების შესახებ. ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის, რომლებიც ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, გთხოვთ პატივი სცეთ ჩვენს კონფიდენციალურობას. მადლობა გაგებისთვის“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
 
ბოლო დღეებში, ესპანურ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 11-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ვარსკვლავური წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
 
შაკირამ პიკე 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნის გადაღების დროს გაიცნო. წყვილს ორი შვილი - საშა და მილანი ჰყავს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები