„გაზის წვისას ყურადღება მიაქციეთ ალის ფერს“, - ამის შესახებ „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის თქმით, ალის ფერის მოყვითალო შეფერილობა არასრული წვის მანიშნებელია, რაც იწვევს CO-ს დაგროვებას.
„გაზის სრულ წვას ჟანგბადი სჭირდება, ამიტომ საფრთხის თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია ხშირად გაანიავოთ ფართი და ხელოსანს გააწმენდინოთ სანთურა“, - აცხადებს „თბილისი ენერჯი“.