„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი - თუ სტატუსს არ მოგვცემენ, „ოცნება“ ამაზე არ იდარდებს

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი - თუ სტატუსს არ მოგვცემენ, „ოცნება“ ამაზე არ იდარდებს

4-06-2022, 16:21 - 2022
844
       

„თუ სტატუსს არ მოგვცემენ, „ოცნება“ ამაზე არ იდარდებს“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა ზვიად ძიძიგურმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, „ქართულ ოცნებას“ უფრო ეხსნება არეალი, რომ რაც უნდა ის აკეთოს.
 
გგონიათ, ხელისუფლება დიდად ინერვიულებს, თუ კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ?! თუ არ მოგვანიჭებენ, კიდევ უფრო მეტი კარტბლანში ექნებათ, რომ მეტი სისულელეების აკეთონ. თუ ეს ჩავარდა მათ ძალაუფლებას საფრთხე იმ შემთხვევაში დაემუქრება თუ ოპოზიცია და საზოგადოება იქნება ისეთ დონეზე, რომ დიდი საპროტესტო მუხტი შექმნან.
 
არ ვიცი გაზომილია თუ არა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ჩემი აზრით, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, „ქართულ ოცნებას“ უფრო ეხსნება არეალი,რომ რაც უნდა ის აკეთოს. სტატუსის მიღებისას კი ვალდებულებები მეტი გაქვს და იძულებული ხარ, რომ როდესაც შედიხარ იმ სივრცეში, რასაც ევროპული სივრცე ჰქვია, იქაური თამაშის წესებით უნდა ითამაშო. შესაძლოა იქაც აარიდო თამაშის წესებს თავი, მაგრამ ყველაფერს ვერ აარდიდებ
“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები