„ფაქტობრივად, ყველა ერთი და იგივეა”, - ასე ეხმაურება „ლელო საქართველოსთვის“ წევრი, საბა ბუაძე მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებს.
ბუაძის თქმით, გადაყენებული მინისტრების ანგარიშზე არაერთი გაფუჭებული საქმეა. მანვე აღნიშნა, რომ ნათია თურნავას ანგარიშზეა კორუფციული სქემების ორგანიზება.
„ფაქტობრივად, ყველა ერთი და იგივეა. ყველა არის ივანიშვილის ნების შემსრულებელი და ვხედავთ, რომ ამ ადამიანების ანგარიშზე არის უამრავი გაფუჭებული საქმე. მხოლოდ ქალბატონი თურნავას ანგარიშზე 2019 წელს პანდემიამდე არის 20 000 აორთქლებული ადგილი კერძო სექტორიდან, მის ანგარიშზეა განიავებული სახელმწიფო ქონება, კორუფციული სქემების ორგანიზება და დალაგება და ამ მემკვიდრეობით ტოვებს ქალბატონი თურნავა თანამდებობას. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩაანაცვლებს მას. ის აღვირახსნილი მმართველობა, რომელიც აქამდე გვქონოდა, ისევე გააგრძელებს არსებობას“, - განაცხადა საბა ბუაძემ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი გადააყენა. პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრად ლევან დავითაშვილი, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დანიშნა.