„ოცნება“ დღეს არც პროევროპულია, არც პრორუსულია და არც პროქართული, პრობიძინურია“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.
„ოცნება“ დღეს არც პროევროპულია, არც პრორუსულია, სამწუხაროდ, არც პროქართული არ არის. „ოცნება“ არის თავისიანი, მას უნდა ძალაუფლება ჰქონდეს. პრობიძინურია.
მთელი ეს სტრუქტურა ემსახურება ამ კონსოლიდირებული ძალაუფლების შენარჩუნებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.