„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი, სრულად კონსოლიდირებული ხელისუფლების სათავეში, ბიძინა ივანიშვილია“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი შეფასებით, დღეს ქვეყნის სათავეში ფორმალურად, ვერც მთავრობის ხელმძღვანელი და ვერც პარტიის თავმჯდომარე ვერ იქნებიან.
„ზურაბიშვილმა ძალიან ნიშანდობლივი რამ თქვა; მისი თქმით, წელიწადნახევარია ქვეყანაში პრობლემები დაიწყო დემოკრატიზაციის თვალსაზრისით და კიდევ სხვა მიმართულებით. ისიც თქვა, რომ წელიწადნახევარია თვალით არ უნახავს ბიძინა ივანიშვილი. ამაში არის რაღაც სიმბოლური, ქვეცნობიერთან დაკავშირებული რამ.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი, სრულად კონსოლიდირებული ხელისუფლების სათავეში, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილია და ვერ იქნება ვერც ფორმალურად, მთავრობის ხელმძღვანელი ან პარტიის ხელმძღვანელი, აქ ჩვენ ერთმანეთი არ უნდა მოვატყუოთ. თუ გვინდა, რომ ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს როგორმე მოვერიოთ, ჯერ ობიექტურად შევაფასოთ, სად ვართ და რა მდგომარეობაში ვართ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.