ვაშაძე მინისტრების ცვლილებაზე - არაფერი შეიცვლება ქვეყანაში

ვაშაძე მინისტრების ცვლილებაზე - არაფერი შეიცვლება ქვეყანაში

9-02-2022, 15:13 - 2022
596
       

„პირდაპირ გეტყვით, რომ არაფერი შეიცვლება ქვეყანაში”, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებს.

ვაშაძე ვერ ხედავს, რომ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრები თანამდებობებზე რაიმე დიდი რეფორმებით მოვიდნენ.

„პირდაპირ გეტყვით, რომ არაფერი შეიცვლება ქვეყანაში. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ რამე ისეთს, რომ ბატონო ლევანი დიდი ეკონომიკური რეფორმებით მოდის ეკონომიკის სამინისტროში, ან სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი დიდ გარღვევებს მოახდენს. ახალ-ახალი ადამიანები მოდიან, რომელსაც არავინ იცნობს და არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს მათ შესახებ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი გადააყენა. პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრად ლევან დავითაშვილი, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დანიშნა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები