სერგეენკო გვარამიაზე - მართლმსაჯულების პროცესი დამოუკიდებელი უნდა იყოს

სერგეენკო გვარამიაზე - მართლმსაჯულების პროცესი დამოუკიდებელი უნდა იყოს

3-06-2022, 16:06 - 2022
625
       

„პრეზიდენტმა კენჭი იყარა, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა და არანაირი ვალდებულება არ არის, რომ პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის პოზიციებს შორის აბსოლუტური სინქრონი იყოს“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი მედიის ეთერში გუშინ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
 
მისივე თქმით, შესაძლებელია, პრეზიდენტს მმართველი პარტიისგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეს.
 
სერგეენკომ სალომე ზურაბიშვილის განცხადების ის ნაწილიც შეაფასა, სადაც პრეზიდენტი ნიკა გვარამიას დაკავებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ეს პოლიტიკურად დროული“ არ იყო.
 
პრეზიდენტის განცხადებები ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტი რომელიმე პარტიის წარმომადგენელი არ არის. მან კენჭი იყარა, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა და არანაირი ვალდებულება არ არის, რომ პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის პოზიციებს შორის აბსოლუტური სინქრონი იყოს. პოლიტიკური პროცესია, შეიძლება, პრეზიდენტს სხვა შეხედულება ჰქონდეს, ხოლო მმართველ პარტიას სრულიად სხვა. ამის გადაჭრის გზა არის კომუნიკაცია და პოლიტიკური კონსულტაცია.
 
რაც შეეხება ნიკა გვარამიას და სასამართლოს გადაწყვეტილების დროულობას ან უდროობას, რთული შესაფასებელია. მართლმსაჯულების პროცესი დამოუკიდებელი უნდა იყოს და მისი გადაწყვეტილებები არ უნდა სინქრონიზდებოდეს ადგილობრივ თუ საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებასთან
“, - განაცხადა სერგეენკომ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები