„გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „ლელო“ ევროპული პარტია ALDE-ს წევრები გახდნენ

„გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „ლელო“ ევროპული პარტია ALDE-ს წევრები გახდნენ

2-06-2022, 23:18 - 2022
571
       

ქართული პარტიები, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „ლელო“ პარტია ALDE-ს სრულუფლებიან წევრებად აირჩიეს.
 
ALDE ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი და ევროპული პარტიაა.

პარტიაში სხვადასხვა ევროპული ქვეყნების ლიბერალური და დემოკრატიული პარტიები ერთიანდებიან.
 
მხარი ორივე ქართული პარტიის მიღებას ევროპული პარტიის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა.
 
ორი ქართული პარტიის გარდა, ALDE-ში მიიღეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიაც - „ხალხის სამსახურში“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები