„საქართველოში ომის პარტიები არ არსებობენ“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში არანაირი მეორე ფრონტი არ იქნება.
„არანაირი მოთხოვნა არ არის ჩვენზე დამატებითი სანქციების, არანაირი მოთხოვნა არ არის ჩვენზე არსაიდან (ვგულისხმობ ჩვენს პარტნიორებს) მეორე ფრონტის გახსნაზე. არსად, მე სადაც ვიყავი, არავისგან.
ზოგიერთი უკრაინელისგან, ვინც არის მთავრობაში, რომ ეს სურვილი მოვისმინეთ, გასაგებია. როცა ომში ხარ და გინდა, რომ ამ სიტუაციაში ყველანაირად იყო გაამრჯვებული და ეძებდე, საიდან შეიძლება იყოს რაღაცა ფორმის შველა, შეიძლება რაღაცები თქვა. მაგრამ ჩვენ რომ ვამბობთ, რომ არის მოთხოვნები მეორე ფრონტის გახსნის, ეს არასწორია, იმიტომ, რომ პარტნიორებიდან და ჩვენი მეგობრებიდან არ წამოსულა ასეთი მოთხოვნა. და მე იმასაც ვიტყოდი, რომ არა მგონია, ვინმე იყოს ამ ქვეყანაში ომის მომხრე. ეს თემა, მე ვთვლი, რომ ძალიან დამაზიანებელია ჩვენთვის, ყველასთვის. ვიცით, რომ მეორე ფრონტის არც საშუალება და არც სურვილი არ გვაქვს.
არ არსებობს მეორე ფრონტის საფრთხე, არ არსებობს ომის პარტიები საქართველოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, ვიყოთ ტოტალურად, მორალურად სოლიდარული უკრაინის მიმართ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.